ფიქრი–მაიები


როცა  ადამიანს პურზე  მეტად  სიყვარული  აკლია, ეს  ყველაზე  დიდი შიმშილია...
* * *
მადლობა ვუთხრათ  ცხოვრებას, რაც  გვაქვს  და ის  გვაჩუქებს  იმას, რაც არ გვაქვს...
* * *
სიყვარული  რთული დაავადებაა, უფრო სწორედ კი ვირუსია, რომელსაც ჩვენი  ორგანიზმი  დაბადებიდან  ატარებს და ჩვენ  არ  ვუწყით როდის  გამწვავდება ეს დაავადება...
* * *
ყველას  რომ შეეძლოს  სიყვარული, ხომ იქნებოდა  სამოთხე?
* * *
სიტყვაა  ის, რითაც  გული  კვდება  და  ფეთქავს...
* * *
სიყვარულის  გადადება  არაფრით  არ  შეიძლება...
* * *
თუ  სიყვარული  ნამდვილია, თუ სიყვარული ერთგულია, მესამე  არასოდეს  გამოჩნდება...
* * *
ქალის  გული  იმასაც   ხედავს, რაც  ზოგჯერ  თვალებისთვისაც   კი  დაფარულია...
* * *
ნუ  ივლი  შენს  მფარველ  ანგელოზზე  სწრაფად...
* * *
ხვალ  ყოველთვის  ახალი  დღეა, რომელშიც  ჯერ არაა შეცდომა..
* * *
ქალს  უნდა  შეეხო  გულზე, გულში  და  გულით...
* * *
გრძნობა  ყვავილივითაა, დრო  უნდა  ზოგჯერ, რომ გაიშალოს...
* * *
ყველაზე  დიდი საწაული არის ის, რომ გიყვარდეს...
* * *
მონატრების  მთვლემარე  ტკივილი  ყველაზე ღირსეული  ტკივილია
* * *
იმიტომ  კი არ  წამიხდა  გუნება  რომ მომატყუე? –არა, ამის  მერე  რომ ვეღარ  გენდობი, იმიტომ...
* * *
სულაც  არაა აუცილებელი  ფრთები  ჰქონდეს  ქალს, მთავარია  ისეთი  ადამიანი  იყოს  შენს  გვერდით, რომელიც  არ დაუშვებს  შენს დაცემას...
* * *
* * *
თუ მამაკაცმა  ისე  გაატარა  დღე, რომ არ გკითხა – როგორ ხარ, ესე იგი, ის არაა შენი მამაკაცი.
* * *
ყველს  გვაქვს  ჩვენი საცრემლო, საოცნებო  და  სიმარტოვის  სიმღერა...
* * *
ლოცვა  სულიs სუნთქვაა...
* * *
ადამიანი  არ არის  დამნაშავე  იმაში, რომ  უყვარს...
* * *
ნეტავ, ახლა, ამ წუთში, რამდენი ქალი  ტირის?..
* * *
საყვარელი  ქალი არ  ბერდება...
* * *
ქალი  სჯობს  მაშინ დაეკიდოს  მამაკაცს  კისერზე, თუ  ამ კისერზე თავია დამაგრებული...
* * *
მუსიკა  წმენდს  სულს  ყოველდღიური   ცხოვრებისეული  ჭუჭყისგან...
* * *
სიყვარული  ერთადერთი  ძალაა,  რომელიც  ქმნის  ადამიანს  უძლიერესს, ქალს –  ულამაზესს, მამაკაცს – კეთილს, სულს  – მშვიდს, ცხოვრებას  კი ლამაზს.
* * *
ცოტაა  იყო  მხოლოდ  ცოლ–ქმარი. ამის  გარდა,  მეგობრობაა  საჭირო, კიდევ,  კარგი  "საყვარლობა", რომ  მერე  ან  ერთმა  ან  მეორემ  გვერდით  არ გაიხედოს.
* * *
ძლიერი  ქალი  სუსტი  მამაკაცის  შექმნილია.
* * *
ქალებს, ზოგჯერ,  ბავშვებზე  მეტადაც  კი სჭირდებათ  ზღაპარი...
* * *
სიყვარულის ერთი წვეთიც  კი  გულის წამალია...
* * *
დღეს  თუ  გაიხედე    ფანჯარაში  და  მზე  ვერ დაინახე,  ეს  იმას არ ნიშნავს,  რომ  ის არ იქნება  ხვალ... ასეა სიყვარულიც
* * *
რომ გყვარებოდა, არ გაუშვებდი...
* * *
არანაირი პრობლემა  არ არის საშიში  თუ  სახლში  საყვარელი ადამიანი გელოდება.
* * *
გამოდი  თავიდან  და შედი  გულში...
* * *
ჩემს  თავს  "ვუბრძანე" –  გაპატიო...
* * *
სულის  ძალა  გულშია...
* * *
მხოლოდ  სიყვარულით  შეგიძლიათ  გამაკვირვოთ, დანარჩენი  უკვე  ვნახე...
* * *
ჩემში  სევდაა  მთვარისოდენა...
* * *
ჭკვიან ქალებს  საკუთარი  ცხოვრება  აქვთ.
* * *
ქალებს,  შეურაცხყოფას, მხოლოდ ბედისგან  დამცირებული  მამაკცები აყენებენ.
* * *
თუ  გიყვარს – გაუფრთხილდი მას...
* * *
გული  დენივით  უნდა  იყოს. როცა  გინდა  ჩართავ, როცა  გინდა, გამორთავ.
* * *
რა  მოხდა  მერე... ერთხელ  მაინც  ხომ  გიჟდება  ყველა?..
* * *
მოდი,  აბა,  სიყვარულში  შემეჯიბრე...
* * *
თუ დროებით  " გიყვარს", მაშინ  რად გინდა შენს გვერდით  სხვისი ბედნიერება?..
* * *
უკან  ნუ მომყვები, იქნებ, არ  მინდა  წაგიყვანო? ნურც  ჩემს  წინ  წახვალ, მე არ  გამოგყვები... ამიტომ, გვერდიგვერდ  ვიაროთ  და ერთი  მთლიანი ვიქნებით...
* * *
გულო, გეკითხები, როდის?!
* * *
ვისაც  არ უყვარს,   ვერც  "გაგიჟდება"...
* * *
სამზარეულო  მდედრობითი სქესის არ არის, არა...
* * *
გაივლის  სევდა... იცოდე, არ გატყდე...
* * *
გაუფრთხილდი  იმას, რაც  გაქვს...
* * *
სიბნელეში  ნუ  მოატყუებ  სიყვარულს, დღისით  მაინც  გამოჩნდება.
* * *
– რა არის  სულიო? –  მკითხეს. 
– ჩემი აზრით, სწორედ  სულია  სიყვარული. რომ დავაკვირდი,  მართლაც სული წერს თურმე სიყვარულს სიყვარულზე  სიყვარულისთვის.
* * *
გრძელი  ხიდი რომ გაიარო, ჯერ იმ ხიდზე  ნაბიჯი  უნდა შედგა.
* * *
ქალს  არ  სჭირდება  ის, ვისაც  არ  სჭირდება თვითონ.
* * *
მთავარია, შიგნით   რომ სახლია, ის არ დავანგრიოთ.
* * *
ვუყვარვარ  არ ვუყვარვარ  კი არა, უნდა  იმოქმედო...
* * *
სიყვარული  მარცვალ– მარცვალ  უნდა მოაგროვო  და  მერე მარცვალ– მარცვალ  მოგროვილი  არ დამარცვლო...
* * *
ცხოვრების   აზრი  იმაში  კი არ არის, როდის  გადაიღებს  წვიმა, წვიმაში რომ  იცეკვებ, ამაშია  ცხოვრების აზრი.
* * *
სიყვარულს  დროის უქმად  დაკარგვა არ უყვარს.
* * *
სიყვარულს  არ უნდა  ხვალე სიყავრულის გარეშე...



Комментариев нет:

Отправить комментарий